დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არასაპარლამენტო პარტიები: ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აკონტროლებს ქვედა დონის კომისიებში ზეგავლენის მექანიზმებს
ავტორი:
2013/სექტემბერი/20 12:18:02
ხუთი არასაპარლამენტო პარტია - "ახალი მემარჯვენეები", "დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო", "ქართული დასი" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს დამოუკიდებლობის 23 წლის განმავლობაში პირველად, საარჩევნო ადმინისტრაციებში წარმომადგენლობა ეყოლება მხოლოდ ორ საარჩევნო სუბიექტს. საარჩევნო ოლქების თითქმის ნახევარში პრობლემა შეიქმნა საარჩევნო უბნებზე ოლქებიდან კონკურსის წესით დასანიშნი წევრების შერჩევასთან დაკავშირებით და ათასამდე უბანში ეს ადგილები ჯერ კიდევ ვაკანტურია", - აღნიშნულია განცხადებაში. პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები პირდაპირ ერევიან საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში. "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს თვითმმართველობას, თუ "ქართული ოცნება", იმის მიხედვით ხდება ამ პოლიტიკური ძალებისთვის ,,მისაღები” კანდიდატურების მოძიება. როგორც ჩანს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" ერთობლივად გადაწყვიტეს ადგილობრივი საარჩევნო კომისიების სრული და ტოტალური კონტროლი საუბნო საარჩევნო კომისიის არაპარტიული წევრების ჩათვლით", - აცხადებენ პოლიტიკოსები. ისინი მიიჩნევენ, რომ ხალი თავმჯდომარე ვერ აკონტროლებს ქვედა დონის კომისიებში მიმდინარე პარტიული ზეგავლენის მექანიზმებს. "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ძველი თავმჯდომარის გადადგომა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიები უკვე სრულად დაკომპლექტებული იყო და ჩვენი ნდობისა და ღრმა პატივისცემის მიუხედავად ფაქტად ვიღებთ, რომ ახალი თავმჯდომარე ვერ აკონტროლებს ქვედა დონის კომისიებში მიმდინარე პარტიული ზეგავლენის მექანიზმებს", - აღნიშნულია განცხადებაში. არასაპარლამენტო პარტიები სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავენ, დაინტერესდნენ ადმინისტრაციების უბნის დონეზე ფორმირების პროცესით. "მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ საარჩევნო ადმინისტრაციების უბნის დონეზე ფორმირების სრულიად არაგამჭირვალე პროცესით და ერთობლივად დავიცვათ საუბნო საარჩევნო კომისიები გარე ძალების - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა", ადგილობრივი თვითმმართველობები, კანონსაწინააღმდეგო და არაჯანსაღი ზეგავლენისგან", - აცხადებენ პარტიებში.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია