დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსეთმა მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილზე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს
ავტორი:
2014/ივნისი/09 11:00:02
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, მოსკოვი ასევე არ გამორიცხავს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ე.წ.სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე.
"გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას", - განუცხადა "იტარ-ტასს" ვლადიმერ მარკინმა.
მისივე თქმით, სწორედ ქართულმა მხარემ მოახდინა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება. ამასთან, როგორ ვლადიმერ მარკინმა აღნიშნა, საქართველოს მხარეზე მაშინ იბრძოდნენ უკრაინის ნაციონალური ორგანიზაცია "უნა უნსოს" მებრძოლებიც.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დანაშაულში პასუხისმგებელი პირები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს ამ პირების ბრალდებულად გამოცხადებისა და მათზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს", - აღნიშნა ვლადიმერ მარკინმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1356
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია