დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წყალტუბოს საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი სასამართლომ სამსახურში აღადგინა
ავტორი:
2013/სექტემბერი/20 11:36:02
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილმა უფროსმა ლევან ლექვინაძემ წყალტუბოს საკრებულოს სასამართლოში დავა მოუგო. ლექვინაძე მიმდინარე წლის 28 ივნისს, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ  დაკავებული თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევებისა  და სამსახურებრივი მოვალეობების უხეში შესრულების მოტივით გაათავისუფლა. ლევან ლექვინაძე თავის სარჩელში  განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. ლექვინაძის ინტერესებს სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე იცავდა. „ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მოსაზრება, რომ ლევან ლექვინაძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.  საქმის განხილვით არ დასტურდება ლევან ლექვინაძის მხრიდან არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების და სამსახურებრივი მოვალეობების უხეში შესრულების ფაქტები,“ - ამბობს ადვოკატი. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია