დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხმაურებიან
ავტორი:
2014/თებერვალი/08 14:30:02
თბილისის საკრებულოს იურდიული კომისიისა და ფრაქცია "დედაქალაქის" თავმჯდომარეებმა – დავით ჯინჭარაძემ და კოკი იონათამიშვილმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ ისაუბრეს.
კოკი იონათამიშვილის და დავით ჯინჭარაძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ მერიაში ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებზე და საკრებულოს შეთავაზებებზე იმუშაონ, ისინი საკუთარი თანამდებობრივი სკამების გამყარებით არიან დაკავებულნი.
დეპუტატი დავით ჯინჭარძე მიიჩნევს, რომ ქალაქის მერიაში გამგებლებზე და სხვადასხვა თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსი მერიის მხრიდან სპეკულირების საგანია. მისი თქმით, რამდენადაც დედაქალაქის ბიუჯეტი არ არის მიღებული, მერია ამ საკითხით სპეკულირებს და სხვადასხვა სფეროში საბოტაჟს აწყობს, ყველა პრობლემას კი თბილისის საკრებულოს აბრალებს.
"თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ გამგებლების და სხვადასხვა თანამდებობებზე მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი სრულიად ნორმალური, მუშა პროცესია, თუმცა სინამდვილეში ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ თბილისის მერიაში ფიქრობენ არა ქალაქის მოსახლეობაზე, არამედ საკუთარი თანამდებობების შენარჩუნებაზე. კერძოდ, იმ დროს, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტი არ არის მიღებული და ამით თბილისის მერია სპეკულირებს, სხვადასხვა სფეროში საბოტაჟს აწყობს და ყველა უბედურებას თბილისის საკრებულოს აბრალებს, ამ ფონზე, იმის ნაცვლად, რომ მერიაში ბიუჯეტის მიღებაზე და საკრებულოს შეთავაზებებზე იფიქრონ, ცდილობენ საკუთარი სკამები გაიმყარონ. აღსანიშნავია, რომ თბილისის რამდენიმე რაიონის გამგებლის საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება 800 მილიონიანი ბიუჯეტის ხარჯვა ვანდოთ ადამიანებს, რომელთა მიმართ სამართალდამცავებს აქვთ კითხვები, რომლებიც ქალაქის ბიუჯეტს პარტიული ნიშნით იყენებდნენ და მომავალშიც ამის გაკეთებას აპირებენ, ხოლო დღეს კი მხოლოდ საკუთარი სკამების გამყარებაზე ფიქრობენ. ასეთი ქმედება უფრო მეტად აღრმავებს ჩვენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ბიუჯეტის ხარჯვა მათ პარტიული ინტერესებისთვის იქნება მიმართული. ჩვენ კი ვერ დავუშვებთ, რომ მერია "ნაცმოძრაობის" ფილიალად დარჩეს. ამიტომაც მოვუწოდებთ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, გადააყენოს თბილისის მთავრობა და მრავალპარტიულ საკრებულოსთან ერთად დაიწყოს მუშაობა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე," – განაცხადა დავით ჯინჭარაძემ.
კოკი იონათამიშვილმა თბილისის მერიას მათთან ერთად კონსულტაციებით ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქალაქის მერიაში გამოცხადებული საქალაქო სამსახურებისა და დეპარტამენტების უფროსების შესარჩევი კონკურსი ფორმალურია და კონკრეტული პერსონები, უბრალო გასაუბრების შედეგად, კონკრეტული პირების რეკომენდაციით დაინიშნებიან.
"ვამზადებთ წერილს, რომ მივმართოთ მერიას, იმ შენიშვნებზე და იმ წინადადებებზე, რომელებიც ჩვენ გვაქვს ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ გვქონდა თხოვნა, გადაეყენებინათ გამგებლები, სამსახურების ხელმძღვანელები, მაგრამ არაფერი შეცვლილა. თბილისის პირდაპირი წესით არჩეული მერი ამ წუთას მერის მოვალეობას აღარ ასრულებს. რაც შეეხება მერის მოვალეობის შემსრულებელს, მისი ლეგიტიმაცია დაბალია, ის თბილისელებს არ აურჩევია. ნდობის ხარისხი თბილისის მთავრობის მისამართით საზოგადოებაში და საკრებულოს მხრიდანაც აიწევდა იმ შემთხვევაში, თუ იქ ის ადამიანები მოგვევლინებოდნენ, რომლებიც იქნებოდნენ არჩეული საკრებულოსთან კონსულტაციის ფარგლებში"- განაცხადა კოკი იონათამიშვილმა
როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლებს, ამ საკითხებზე სასაუბროდ 11 თებერვალს საკრებულოში იწვევს. დედაქალაქის მერია აღნიშნული კონკურსის პირობებით განცხადებებს 16 თებერვლამდე იღებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია