დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ხათუნა გოგალაძე ხვალ ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება 
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 23:30:13
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ 20 სექტემბერს, 10:00 საათზე შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას ბიზნესის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს.
ღონისძიებას დაესწრებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია კერძო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედეგებისა და სამომავლო გეგმების წარდგენა.
აგრეთვე, გაიმართება „მწვანე ბიზნესის“ კონკურსის პრეზენტაცია, რომლის ჩატარება იგეგმება გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით. კონკურსის მიზანია ბიზნესის წარმომადგენლებისათვის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედების ხელშეწყობა, მეწარმეთა მოტივაციის ამაღლება.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია