დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს პრაღაში შეხვდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 23:26:03
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი, რიგით მეოთხე შეხვედრა, დღეს, პრაღაში გაიმართა. როგორც ცნობილია, ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დასაწყისში საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა შეშფოთება გამოხატა ბოლო დროს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შეხვედრისას აღინიშნა, რომ არსებული ვითარების დეტალური განხილვა ნოემბრის დასაწყისში ჟენევის კონსულტაციების მორიგ შეხვედრაზე უნდა მოხდეს. აბაშიძის თქმით, საუბრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ჟენევის კონსულტაციების განსაკუთრებული მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ ამ ფორმატში ახლო მომავალში მიღწეული იქნება პოზიტიური შედეგები. ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა იმსჯელეს ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაზე. აღინიშნა, რომ დიალოგის შედეგად 9 თვის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა; ქართული პროდუქციის ეტაპობრივი დაბრუნება რუსულ ბაზარზე; გადაიდგა ნაბიჯები სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე, განხილულ იქნა რეგულარული საავიაციო მიმოსვლის საკითხები, უახლოეს მომავალში მათი მოგვარების კონტექსტში. რუსეთის მხარის ინფორმაციით, მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების პროცესი. შეხვედრაზე ჯერ იდეების სახით, განხილულ იქნა მოსაზრებები ქართულ-რუსული დიალოგის მომდევნო ეტაპზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, ყურადღება გამახვილდა ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების კონკრეტულ თემებზე. ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ მომავალი წლის დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია