დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვოროტნიკოვა: ვინსენ კასელი ბევრჯერ ინანებს მონიკა ბელუჩის დაკარგვას
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 22:56:02
შოუ "ექსტრასენსთა ბრძოლის“ გამარჯვებული  ნატალია ვოროტნიკოვა, რუსულ ჟურნალ "7 დღესთან" ინტერვიუში, მონიკა ბელუჩისა და ვინსენ კასელის შესახებ საუბრობს. "მონიკასა და ვინსენს შორის მხოლოდ მეგობრობა დარჩა. მათი ერთობლივი ცხოვრების პირველ წლებში ვინსენი მთელ მის ყურადღებას მხოლოდ მონიკას უძღვნიდა, მაგრამ ბოლო 7 წელი ოჯახში სიმშვიდე აღარ სუფევდა. მონიკამ იცოდა, რომ ის უკვე დიდი ხანია აღარ იყო კასელისთვის ერთადერთი ქალი. 4 წლის წინ ის მიხვდა, რომ ქმარს კარგავდა, ამიტომ გადაწყვიტა, მისთვის კიდევ ერთი შვილი გაეჩინა. როგორც სხვა ბევრი ქალი, მონიკაც იმედოვნებდა, რომ გამქრალ სიყვარულს შვილები დააბრუნებდნენ. მაგრამ ის შეცდა. ბოლო სამი წელი ვინსენი საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას, როგორც ქალს“ , - აცხადებს ვოროტნიკოვა. ექსტრასენსის თქმით, კასელი ოჯახის მიტოვებას არ აპირებდა. სანამ თავად მონიკამ არ დასვა ეს საკითხი განსახილველად. "სამწუხაროდ მამაკაცებს გრძნობები უფრო სწრაფად უქრებათ ვიდრე ქალებს, მაგრამ ვინსენისთვის მონიკა იდეალური ქალი იყო.  მისი თილისმაც კი, ამიტომ ის მუდმივად მივა ხოლმე მასთან და მონიკაც სულ მოუსმენს და გაუგებს მას. კასელი ბევრჯერ ინანებს, რომ დაკარგა მონიკა. დრო და დრო იფიქრებს ურთიერთობის აღდგენაზე, მაგრამ მონიკა არ დათანხმდება, რადგან როგორი გამგებიც არ უნდა იყოს, მას აქვს ღირსება და სიამაყე“ , - აღნიშნავს ვოროტნიკოვა.   მისი თქმით, ბელუჩი თავს მიტოვებულად გრძნობს და ბოლო შვიდმა წელმა მას ბევრი ტკივილი და იმედგაცურება მოუტანა. "ვხედავ, რომ ორივეს ძალიან უყვართ თავიანთი შვილები. ვინსენს არასდროს ავიწყდება ისინი, ამიტომ ყოფილი ცოლ-ქმარი ხშირად გამოჩნდება ერთად, დასასვენებლადაც კი წავლენ ხოლმე ერთად“ , - ამბობს ვოროტნიკოვა. "ექსტრასენსთა ბრძოლის" გამარჯვებული აცხადებს, რომ ვინსენის მომავალში კიდევ ბევრ ქალს და ერთ ქორწინებას ხედავს, ცნობილ მსახიობთან. ვოროტნიკოვა კიდევ ერთ ქორწინებას მონიკა ბელუჩის მომავალშიც ხედავს და აცხადებს, რომ მისი მეუღლე ცნობილი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი იქნება. "ეს ადამიანი გააღმერთებს მონიკას და მსახიობის ცხოვრებაში ნათელი პერიოდი დადგება. ის კვლავ იგრძნობს თავს ბენდიერ ქალად“ , - აცხადებს შოუს გამარჯვებული. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია