დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რასმუსენი – დღეისთვის ნატო გაცილებით ძლიერი, ოპერატიული და უკეთესად მომზადებულია
ავტორი:
2014/ივლისი/07 09:00:02
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თანამდებობაზე ხუთწლიან მუშაობას და ამ პერიოდის განმავლობაში ნატოს მდგომარეობას აფასებს. ის რუსეთისა და ნატოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობასაც აფასებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა გაკვეთილის გამოტანა შეიძლება რუსეთის სამხედრო ტაქტიკიდან უკრაინასთან მიმართებაში, რასმუსენის თქმით, დარწმუნდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სწრაფად მოქმედება შეუძლიათ.
"ჩვენ დავინახეთ გაცილებით თანამედროვე შეიარაღებული ძალები იმასთან შედარებით, რაც იყო 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ამ მიზეზით, მოვუწოდებ ნატოს მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და დააჩქარონ ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია. ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსეთმა 50 %-ით გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი, მაშინ, როდესაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები 20 %-ით შეამცირეს. რაც უკრაინაში ვნახეთ, გარდამტეხ მომენტად იქცა. ახლა დროა შემცირებების შეწყვეტა და თავდაცვის ხარჯების ზრდის დაწყება", – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
საუბრის ბოლოს, ჟურნალისტი დაინტერესდა, რას დაასახელებს ნატოს გენერალური მდივანი მთავარ მიღწევად. "დღეისთვის ნატო უფრო ძლიერი, ოპერატიული და უკეთესად მომზადებულია. მიუხედავად თავდაცვის ბიუჯეტების შემცირებისა, ვხედავთ, რომ ალიანსი გაცილებით ძლიერია. ავღანეთში, კოსოვოსა და სხვა ოპერაციების წყალობით, ჩვენი შეიარაღებული ძალები მიეჩვივნენ ერთად მოქმედებასა და მუშაობას, უკეთესად არიან საბრძოლველად მზად. ახალ შესაძლებლობებში ჩავდეთ ინვესტიციები. გადავწყვიტეთ კიბერდაცვის გაძლიერება. ასე რომ, მთლიანობაში, მე ვიტყოდი, დავწვით ცხიმები და გავიძლიერეთ კუნთები. ასე რომ, დღეს გაცილებით ძლიერ ნატოს ხედავთ", - განაცხადა რასმუსენმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია