დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაკკეინი: „რუსები პუტინზე უკეთესს იმსახურებენ“
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:33:02
გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსულ „პრავდა“-ში პუტინის საპასუხო წერილი გამოაქვეყნა. „როდესაც Правда.Ру-ს რედაქტორმა დმიტრი სუდაკოვმა შემომთავაზა ჩემი წერილის გამოქვეყნება მან ანტირუსული პოლიტიკოსი მიწოდა. რუსეთის მოქალაქეები უკვე დიდი ხანია მიცნობენ, როგორც მათ მტერს. ეს იმის გამო, რომ მიზნად მაქვს დასახული რუსეთის მთავრობის სიყალბე და კორუფცი ვამხილოა. მე არ ვარ ანტირუსულად განწყობილი, მე პრორუსული განწყობა მაქვს, რადგან რუსები იმაზე უკეთესს იმსახურებენ, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც ახლა რუსეთშია გაბატონებული. მე ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ პატივს ვცემ თქვენს ღირსებას და თვითგამორკვევის უფლებას. მე მჯერა, რომ თქვენ, თქვენი სინდისის მიხედვით უნდა იცხოვროთ და არა მთავრობის კარნახით. მჯერა, რომ თქვენ იმსახურებთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ცხოვრებას, ისეთში სადაც მდიდრდება მთელი მოსახლეობა და არა ძალაუფლების მქონე ხალხი. თქვენ უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაში, რომელშიც არსებობს კანონის უზენაესობა. ამას ვაცხადებ, რადგან მჯერა, რომ თქვენ ამერეკილებზე არანაკლები უფლება გაქვთ „უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე და ბედნიერებისკენ სწრაფვაზე,“  როგორც ეს ნათქვამია აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე. რუსეთის მოქალაქე ასეთ წერილს ვერ გამოაქვეყნებდა. პრეზიდენტ პუტინს და მის გარემოცვას ასეთი ღირებულებები არ აქვთ. ისინი არ სცემენ პატივს თქვენს ღირსებას და არ აღიარებენ თქვენს ძალაუფლებას მათზე. ისინი განსხვავებულ აზრს დევნიან და ოპონენტებს აპატიმრებენ. ისინი თქვენ არჩევნებს აყალბებენ. აკონტროლებენ მედიას. ისინი დევნიან, ემუქრებიან ორგანიზაციებს, რომლებიც თავითმმართველობის გაზრდას ცდილობენ. თავიანთი ძალაუფლების დასაცავად აქეზებენ კორუფციას სასამართლოში და ეკონომიკურ სტრუქტურებში. ატერორებენ და კლავენ ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობენ მათი დანაშაულებები გამოავლინონ. ისინი წერენ კანონებს, რათა შეზღუდონ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები. ისინი იმ პანკ-ჯგუფის წევრებს იჭერენ და სვამენ ციხეში, რომლებმაც გაბედეს პუტინის მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლება. სერგეი მაგნიტსკი არ იყო ადამიანის უფლებების დამცველი. ის იყო მოსკოვის იურიდიული ფირმის ბუღალტერი. ის ჩვეულებრივი რუსი იყო, რომელმაც არაჩვეულებრივი რამ გააკეთა. მან გამოავლინე ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული ჯგუფის საქმიანობა. მას სჯეროდა კანონის უზენაესობის და ეგონა რომ კანონზე მაღლა ვერავინ დადგებოდა. ასეთი შეხედულებების გამო, იგი დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს, სცემეს და მოკლეს. შემდეგ სტალინური სასამართლო მოუწყვეს და გაამტყუნეს. ეს არ იყო სერგეი მაგნიტსკისადმი დანაშაული. ეს მთელი რუსი ხალხისადმი  დანაშაული იყო. პრეზიდნეტი პუტინი ამტკიცებს, რომ მას სურს რუსეთის დიდების აღდგენა რუსეთის მოქალაქეების და საერთაშორისო თანამეგობრობის ფონზე. მაგრამ, რის ფასად აღადგენს დიდებას? მან მოგცათ ეკონომიკა, რომელიც მთლიანადაა დამოკიდებული რამდენიმე ბუნებრივ რესურსზე. ამიტომ ის გაიზრდება და დაეცემა რესურსებთან ერთად. მისი განვითარება გრძელვადიანი არ იქნება. თუმცა, სანამ ასეთი ეკონომიკა იარსებებს, ის რამდენიმე ძალაუფლების მქონე ადამიანის ხელში იქნება. რუსეთიდან კაპიტალი გაედინება, რადგან ეკონომიკა არ არის დივერსიფიცირებული და არც კანონის უზენაესობაა ქვეყანაში. ამიტომ, რუსეთი აღიქმება ინვესტივიებისთვის სარისკო ქვეყნად. პუტინმა მოგცათ პოლიტიკური სისტემა, რომელიც აქეზებს კორუფციას და რეპრესიებს. ის არასაკმარისად ძლიერია რათა განსხვავებული აზრი დაუშვას. როგორ გაამაგრა მან რუსეთის პოზიციები? მან მოკავშირეებად ყველაზე აგრესიული ტირანები არიჩია. მხარი დაუჭირა სირიის რეჟიმს, რომელმაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მან არ მისცა მილიონობით დევნილს აზრის გამოთქმის საშუალება და ამით, სხვა ქვეყანაში საფრთხე შექმნა კონფლიქტების წარმოშობას. ის რუსეთის რეპუტაციას კი არ უფრთხილდება, არამედ ანგრევს. მან რუსეთი ტირანებს დაუმეგობრა, შესაბამისად მისი არავის არ სჯერა. მას არ ენდობიან ის ქვეყნები, რომლებიც დედამიწის უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გადაქცევას ცდილობენ. პუტინს არ სჯერა ამ ღირებულებების, რადგან მას არ სჯერა თქვენი. მას არ სჯერა, რომ ადამიანის თავისუფალ ბუნებაზე დარყდნობით შესაძლებელია განვითარებული საზოგადოების შექმნა. ან შეიძლება მას სჯერა, რომ ამას რუსები ვერ შესძლებენ. ამიტომ იგი კორუფციის, რეპრესიებისა და ძალადობის საშუალებით მართავს ქვეყანას. ის მართავს თავისთვის და არა თქვენთვის. მე მჯერა თქვენი. მე მჯერა თქვენი თვითმმართველობის, სამართლიანობისა და თავისუფლებისადმი მისწრაფების უნარის. მე მჯერა რუსი ხალხის დიდების, რომლებსაც ბევრი წამება და ბრძოლა გამოუვლიათ თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად. მე მჯერა თქვენი უფლების შექმნათ ცივილიზაცია და გაიღოთ ამისთვის მსხვერპლი. მე ვაკრიტიკებ თქვენ მთავრობას, რადგან მიმაჩნია, რომ იმსახურებთ მთავრობას, რომელსაც თქვენი სჯერა და გემორჩილებათ. იმედი მაქვს მოვესწრები ამ დღეს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია