დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოში ბიზნესმენი ლევან პირველი დაბრუნდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:24:02
ბიზნესმენი ლევან პირველი თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამოჩნდა. ლევან პირველი სასტუმროში დაცვის თანხლებით მივიდა და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან შეხვედრას მართავდა, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც ინგა გრიგოლიამ სასტუმრო დატოვა, ბიზნესმენმა საუბარი რამდენიმე პირთან განაგრძო. მთელი ამ დროის განმავლობაში მას პირადი დაცვა იცავდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბიზნესმენი ლევან პირველი სამომავლო გეგმების შესახებ პრესკონფერენციის გამართვას 23 სექტემბერს აპირებს. მისივე თქმით, იგი საქართველოში გუშინ დაბრუნდა და ქვეყანაში დარჩენას გეგმავს.  მისივე თქმით, ყველა შეკითხვას ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გასცემს პასუხს.  ამასთან, ლევან პირველი 2012 წლის დეკემბერში ექსკლუზიური კომენტარი მისცა "ამბები.გე"-ს. მან იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. როგორც "ამბები.გე"-ს ლევან პირველმა მაშინ განუცხადა, მან პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საკითხზე მომუშავე საპარლამენტო კომისიას მიმართა, მისი გვარი განსახილველი სიიდან ამოიღონ. "მე პოლიტიკური დევნილის სტატუსი უკვე გამაჩნია ევროკავშირის კანონმდებლობით და ავსტრიის ფედერალური კანონის საფუძველზე. ეს სტატუსი ჟენევის კონვენციის საფუძველზეც მაქვს. კომისიის წევრებს ჩემი სტატუსი ავტომატურად უნდა დაედასტურებინათ, განსახილველი არაფერია. რეალური მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვიდა "კავკასიის" პირდაპირ ეთერში და თავის არაკომპეტენტურობით გამაოცა. თქვა, რომ უნდობლობას გამოუცხადებს საპარლამენტო კომისიას, თუ ისინი შემიყვანენ პოლიტდევნილთა სიაში. ამისთან, ქვეყნის პირველი იურისტის არაკომპეტენტური გამოთქმა მიანიშნებს სხვა რამეზე. თუ არ შეგისწავლია და წინასწარ გაქვს ჩამოყალიბებული აზრი, ეს სხვა თუ არაფერი, პოლიტიკური დევნაა. თავისი განცხადებით, წულუკიანმა შექმნა პრეცენდენტი, რომ მე უკვე ახალი ხელისუფლების დევნილი ვარ", - აცხადებდა 2012 წლის 3 დეკემბერს ლევან პირველი. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია