დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - რაც დიცში ხდება, საერთაშორისო ნორმების დარღვევაა
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 17:30:02
დიცში მდგომარეობა დღეს შედარებით განმუხტულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ არ გამწვავდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა , მაია ფანჯიკიძემ დიპლომატებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ის რაც დიცში ხდება არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა.
"სწორედ ეს არის მიზეზი დღევანდელი შეხვედრის, რომელიც ტარდება შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. ისინი ჩვენ მოგვაწვდიან ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელ სოფელში რა ხდება, სად არის დარღვეული საერთაშორისო ნორმები და სად არის შეზღუდული ადამიანის უფლებები. მე გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს გამოგვიცხადონ სოლიდარობა და მათაც გააკეთონ განცხადებები, რადგანაც ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. რასაკვირველია, ძალის გამოყენებას ვგმობთ, ჩვენი მხრიდან ასეთი ქმედებები არ იქნება და ამიტომ არის დიპლომატიური განცხადებები და მკაცრი პოლიტიკური თანადგომა ასეთ შემთხვევაში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, იგი შაბათს მიემგზავრება გაერო-ში, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.
"ჩვენი მოხსენების მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, ეს თემა იქნება. ეს პირდაპირ კავშირშია ჟენევასთან, პირველ სამუშაო ჯგუფში, სადაც უსაფრთხოების საკითხებზეა საუბარი. ეს არის ჟენევის თემა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება კარასინ-აბაშიძის შეხვედრას, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ამ სახის შეხვედრა არ ითვალისწინებს მსგავსი თემების განხილვას, თუმცა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამ თემაზეც იქნება საუბარი.
"კარასინ-აბაშიძის შეხვედრა არ ითვალისწინებს ასეთ თემებზე საუბარს, ეს არის ჟენევის თემა და ვფიქრობ, ამ შეხვედრაზე გარკვეულწილად ამ თემაზეც იქნება საუბარი, რადგან არ შეიძლება ერთის მხრივ, გვქონდეს პოზიტიური ნაბიჯები, დინამიკა, ხოლო მეორე მხრივ, საზღვრების დარღვევა", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია