დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი პარიზში ნასესხები ფულით აქციის ჩატარებას გეგმავს
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 12:12:04
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბესიკ ადამია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მსოფლიო მშვიდობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 21 სექტემბერს აღინიშნება, ნასესხები ფლით  პარიზში მიფრინავს, რათა იქ მშვიდობის კედელთან მშვიდობიანი აქცია „ჩვენ ქართველებს მშვიდობა გვინდა“ ჩაატაროს. ადამიას სურს, პარიზში მშვიდობის კედელზე „მშვიდობა“ ქართულ ენაზე დაიწეროს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „ჩემს ფეისბუქელ მეგობრებს და სრულიად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადახვეწილ ქართველებს! დღეს კიდევ ერთხელ გაცნობებთ ჩემი მიზნის შესახებ: მოგეხსენებათ, რომ 21 სექტემბერი მსოფლიო მშვიდობის დღეა და როგორი მშვიდობაცაა საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში კარგად ჩანს, ეხლახან ცხინვალის რეგიონში,სოფელ დიცთან განვითარებული მოვლენები-რუსების მავთულხლართები ხომ პირდაპირ შეურაცმყოფელია ჩვენთვის. პრესიდან და ტელევიზიიდან და ფეისბუქიდან ალბათ იცით, რომ რამდენიმე წელია ვიბრძვი,რომ პარიზში მშვიდობის კედელზე,ეიფელის კოშკთან ახლოს, 49 ენის გვერდით დაეწეროს სიტყვა მშვიდობა ქართულ ენაზეც (კავკასიური ენებიდან მხოლოდ სომხურად წერია), არადა ჩვენი დამწერლობა ხომ მსოფლიოს უძველესს 14 დამწერლობათა რიცხვში შედის,მასალები დევს აქ ფეისბუქზეც-წერილების, სურათების და ვიდეოს სახით. სამწუხაროდ სათანადო თანადგომა ვერ მივიღე ვერსაიდან, კულტურის სამინისტრო არადამაკმაყოფილებელ პასუხებს მცემს, რომელსაც ამ სამშვიდობო აქციაში მხარდაჭერა ვთხოვე. ერთი კვირის უკან წუთიერად შევხვდი ბ-ნ კახი კალაძეს, კიკეთში სახლში დაცვაზე გადაცემით, წერილი დავტოვე ბ- ნ ლევან ვასაძესთან, მაგრამ სამწუხაროდ ამათგან გამოხმაურება და თანადგომა გვიანდება და დროში ვერ ესწრება, მე კი 20 რიცხვში ნასესხები თანხებით მივფრინავ მარტოდ მარტო პარიზში და იქ მშვიდობის კედელთან მსურს ჩავატარო მშვიდობიანი აქცია,,ჩვენ ქართველებს მშვიდობა გვინდა“ ბანერით ხელში და ვთხოვო ფრანგებს ჩვენს ენაზეც დააწერონ მშვიდობა,ზუსტად ეხლა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ საქმის წარმატებას,მე დიდ იმედს ვიტოვებ საფრანგეთში ჩვენს ახალ ელჩზე ქ-ნ ეკატერინე სირაძეზე, რომელიც წერილობით პასუხს მცემს ნებისმიერ ჩემს შეკითხვაზე და იმედია პარიზში 21 სექტემბერს-მსოფლიო მშვიდობის დღეს მომაქცევს ყურადღებას, ერთადერთი ისაა რომ ამ დღეს ჩვენი დიასპორა ლევილში ქაქუცობას აღნიშნავს და იმედია პარიზში ჩვენი დიასპორა მოგვიანებით შემომიერთდება მშვიდობის კედელთან, ამ დღეს ასევე ღმრთისმშობლობაა. იმედია ამ საკითხს დადებითად გადაგვიწყვეტს საფრანგეთის ხელისუფლება,მე კი ადგილზე ამისათვის ბოლომდე ვიბრძოლებ, ამ საქმეში კი მჭირდება ყველა მხრიდან ჩემო თანამემამულენო მხარდაჭერა, პირველ ეტაპზე ვესაუბრე პარიზში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მოძღვარს მამა ანტონს, რომელსაც ვთხოვე მცირე ხნით ღამით თავშესაფარი, ფინანსური პრობლემები სასტუმროში ცხოვრების შესაძლებლობას არ იძლევა და თანადგომის მსურველები ალბათ მამა ანტონის ტელეფონზე დამიკავშირდება +330620951562. ასევე ჩართული მექნება ჩემი მობილური(ბილაინი) საერთაშორისო ქსელში-როუმინგში და ვინაიდან გარედან შემოსულ ზარებზეც იქ თანხა მეჭრება,ალბათ უფრო მესიჯს ვუპასუხებ +995571405878 ბესიკი. მოკლედ მივდივარ ღვთის ნებით, ჩემი სურვილითა და მიზნით და სრულიად საქართველოსა და ქართველი ხალხის იმედით, 20 სექტემბერს ალბათ თუ მშვიდობა იქნა დავეშვები პარიზში, ორლის აეროპორტში 13 საათზე და 15 წუთზე და იმედია, უცხო ენის მწირი ცოდნის მიუხედავად მივაგნებ წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიას პარიზში, ხოლო 21 სექტემბერს კი მშვიდობის კედელთან ვიქნები დილიდან, არა უგვიანეს 11 საათიდან. მხარდაჭერის იმედითა და ქართული, ძმური სიყვარულით ბესიკი ადამია ქუთაისიდან. 19 სექტემბერი 2013 წელი,დილის 9 საათი. ალბათ ამ შანს ჩვენი დიასპორა ხელიდან არ გაუშვებს და მომავალში ისინი და საქართველოდან ტურისტად ჩასული ქართველები სიამაყით გაივლიან პარიზის მშვიდობის კედელთან და დაინახავენ იმ მრავალ ენების გვერდით „მშვიდობას“ ქართულ ენაზეც, ამისათვის კი დიდი დიპლომატიური ბრძოლა მოგვიწევს და იმედია რომ ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი,რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, იქ პარიზში მარტო არ დაგვტოვებს, დიახ საქართველომ უნდა გაიმარჯოს ყველგან და ყველაფერში,თუგინდ იქ პარიზშიც-ევროპის შუაგულში !“,-ნათქვამია ადამიას წერილში.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია