დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად ძიძიგური - საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა ვითარებაში დაიღუპა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი
ავტორი:
2014/მარტი/31 18:00:02
პარლამენტის ვიცე სპიკერის ზვიად ძიძიგურის აზრით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზი გამოძიების საგანი უნდა გახდეს და პროკურატურამ საკითხი საგამოძიებო საქმეთა ნუსხაში უნდა შეიტანოს.
როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა ვითარებაში დაიღუპა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი.
"პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნით, რომელსაც ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა, მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტს თავი არ მოუკლავს. თუკი თვითმკვლელობას არ ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა მოხდა სინამდვილეში. ის, რომ გამოძიებული იყოს თუ რა ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია, არის ძალიან ლოგიკური. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს მისი გარდაცვალების მიზეზები", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.
ამ წუთებში პარლამენტში შეკრებილი არიან უზენაესი საბჭოს წევრები, ასევე პარლამენტის წარმომადგენლები. იწყება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილეს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ჩატარებული რეფერენდუმის 23 წლისთავს. სიტყვით გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია