დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ბერუჩაშვილმა ფინეთის ელჩთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 19:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა, საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის ელჩთან, კრისტერ მიკელსონთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში თამარ ბერუჩაშვილმა, მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ფინეთის ურყევი მხარდაჭერისათვის და განვითარების დახმარების ფარგლებში თანამშრომლობისათვის.
ფინურ მხარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, მათ შორის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მნიშვნელობაზე და საქართველოს გეგმებზე, მათ შორის აღნიშნულ სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებაზე. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ქ. ერევანში გამართულ "აღმოსავლეთ პარტნიორების" წევრი ქვეყნების არაფორმალური დიალოგის მესამე შეხვედრის შედეგებზე.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებსა და გამოწვევებს, აგრეთვე ბოლოდროინდელ განვითარებას ევრაზიის საბაჟო კავშირთან მიმართებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია