დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თუთბერიძე: "პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები და ცდილობს, გაწელოს ახალაიას პროცესი
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 18:09:02
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ხელმძღვანელი, თეა თუთბერიძე მიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესს შეგნებულად წელავს.  თუთბერიძე განმარტავს, რომ ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალაიას გამოშვება არ აწყობს, რადგან ის არჩევნებზე ხმებს დაკარგავს. "გუშინ უნდა გამართულიყო პროცესი, სადაც განიხილებოდა საქმე ე.წ. "კრიმინალური ავტორიტეტები ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ". პროცესი გადაიდო, რადგან ბრალდებული მხარე არ გამოცხადდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები და ცდილობს გაწელოს პროცესი. სავარაუდოდ, შემდგომ პროცესზე ბრალდებული მხარე სხვა პროკურორს წარადგენს, რომელიც დროს მოითხოვს საქმის გასაცნობად. ესეც იმიტომ, რომ პროცესი გაიწელოს," - განაცხადა თუთბერიძემ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია