დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აკაკი მინაშვილი - რუსეთი ჩამორჩენილი სახელმწიფოა და გაუგებარია რატომ მივილტვით მისკენ
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:20:06
რუსეთი ჩამორჩენილი სახელმწიფოა და გაუგებარია რატომ მივილტვით მისკენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი პრემიერ-მინისტრის მიერ ევროზიულ კავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და პარალელი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაზე გაავლო.
როგორც მინაშვილმა აღნიშნა, რუსეთს არც ერთი მეგობარი და მოკავშირე სახელმწიფო არ ჰყავს.
"რუსეთის ფედერაცია არის ჩამორჩენილი, რეტროგრადული, ეკონომიკურად ჩავარდნილი სახელმწიფო და გაუგებარია რატომ მივილტვით ჩვენ რუსეთის ფედერაციისკენ?", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძეს ერთი რამე არ ესმის, არ ესმის, რომ დიპლომატია არ არის პოლიტიკური კეკლუცობა და ვინმესთვის თავის მოწონება, დიპლომატია საკუთარი სახელმწიფოსა და საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვაა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია