დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სომხეთი: ჯერ რუსეთი და მერე ევროკავშირი
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:09:02
სომხეთი ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადაა, თუმცა იმ პირობით თუ ეს თანამშრომლობა რუსეთთან ურთიერთობას არ ავნებს. - ასეთი განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა პოლონეთში მის კოლეგა რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრისას გააკეთა. „სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დასაწყისიდანვე აღნიშნავდა და ეხლაც აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ მზადაა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეს, თუმცა ეს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. სწორედ ამ კონტექსტში უნდა მოხდეს რუსეთის გადაწყვეტილების განხილვა, რომელიც საბაჟო  კავშირში გაწევრიანებას შეეხება.“-აღნიშნა ნალბანდიანმა. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთი საბაჟო კავშირში აპირებს გაწევრიანებას. თუმცა, მანამდე სომხეთი ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერას გეგმავდა. როგორც ევროპელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, ეკონომიკური ინტეგრაციის ეს ორი ფორმატი შეუთავსებელია. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოციაცირების შეთახმების ხელმოწერა გამორიცხულია, თუ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება არ დაიდო. ამასთან, ფულემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი პარტნიორების სუვერენულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია