დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 13 მაისს დაინიშნა
ავტორი:
2018/მარტი/15 09:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/cesko_23974.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483090-zugdidis-municipalitetis-sakrebulos-shualeduri-archevnebi-13-maiss-dainishna.html", "headline": "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 13 მაისს დაინიშნა", "datePublished": "2018-03-15 04:58:38", "dateModified": "2018-03-15 04:58:38", "description": "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2018 წლის 13 მაისს დაინიშნა, - ამის შესახებ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/cesko_23974.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2018 წლის 13 მაისს დაინიშნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.
ცესკო-ს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპაიტეტში შუალედური არჩევნების ჩატარების მიზეზი საკრებულოს წევრის, თამაზ ჟორჟოლიანის გარდაცვალება გახდა.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №4 რიგგარეშე სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის 11 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თამაზ ჟორჟოლიანის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები დაინიშნოს 2018 წლის 13 მაისს.
მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე”, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 534
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია