დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტში მომავალ კვირაში პოლიტიკური დებატები გაიმართება
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 15:28:57
პარლამენტში მომავალ კვირაში  პოლიტიკური დებატები დაინიშნება. დებატების თარიღიც მომავალი კვირისთვის გახდება ცნობილი. პოლიტიკურ დებატებს პარლამენტში უმცირესობა ეკონომიკურ საკითხებზე ითხოვს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, მას ამ თემაზე უმცირესობის ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან საუბარი ჰქონდა. ბაქრაძე დებატებს 20 სექტემბრისთვის ითხოვდა, შეთანხმდნენ, რომ დებატები გაიმართება, მაგრამ თარიღი მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, პოლიტიკური დებატების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი დადგენილებით იღებს. დებატების მოთხოვნის უფლება კი აქვს ფრაქციას, უმრავლესობას და უმცირესობას.
პოლიტიკური დებატები რეგლამენტით დადგენილ ფორმატში უნდა წარიმართოს. კერძოდ, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის ვიცე-სპიკერს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას.
პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროით და განხილული საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია