დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამგებელი 55 მუნიციპალიტეტში შეიცვალა
ავტორი:
2013/სექტემბერი/17 14:23:02
2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით გამგებელი 55 მუნიციპალიტეტში შეიცვალა, მათ შორის, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არაერთგზის. ამის შესახებ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მუნიციპალიტეტებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის მეოთხე შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას თვითმმართველობებში განვითრებული პოლიტიკური პროცესების, საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამგებლების შესარჩევად კონკურსი მხოლოდ 19 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. 9 შემთხვევაში კი ისინი საკრებულომ დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. "აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, გამგებლების ცვლილებების მეორე ტალღა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდგომ დანიშნული ახალი გამგებლების იმპიჩმენტის პროცედურები არაერთ მუნიციპალიტეტში გაიმართა. ადგილი ჰქონდა იძულებასაც. სამი აგვისტოს შემდეგ, ანგარიშის გამოქვეყნებამდე, გამგებელი კიდევ 13 მუნიციპალიტეტში შეიცვალა", - განაცხადა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია