დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოდან ინტელექტუალური რესურსის გადინება ხდება
ავტორი:
2014/სექტემბერი/15 13:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტუდენტები, რომლებსაც უცხოეთში სადოქტორო პროგრამები უფინანსდებათ, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ ვუფინანსებთ წარმატებულ სტუდენტებს უცხოეთში სადოქტორო პროგრამებს. ვუფინანსებთ წამყვან უნივერსიტეტებში, ეს იქნება ევროპული თუ ამერიკული, რომლებიც საუკეთესო ას უნივერსიტეტში შედიან.
ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც არიან წარმატებული სტუდენტები, გააღრმავონ საკუთარი ცოდნა, მიიღონ განათლება უცხოეთში, მაგრამ იმ პირობით, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში, იმიტომ, რომ ხდება ინტელექტუალური რესურსის გადინება საქართველოდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია