დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ქართველი ემიგრანტებისათვის“ რუსეთი ოკუპანტი არ არის
ავტორი:
2013/სექტემბერი/17 14:16:03
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტები“ ევროკავშირს ოფიციალური წერილით რუსეთის მიმართ ტერმინ ოკუპანტის ხმარებიდან ამოღების თხოვნით მიმართავენ. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ დაიწყოს რუსეთთან პოლიტიკური და მეგობრული ურთიერთობების აღდგენა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენა "ქართველი ემიგრანტების" 25 სექტემბერს დაგეგმილი პრესკონფერენციის მთავარი თემა იქნება. პრესკონფერენცია მოსკოვში გაიმართება. "ამ პრესკონფერენციაზე ქართველი ემიგრანტები ამერიკას და მის პოლიტიკას საქართველოში, ეტყვიან - ხელები შორს საქართველოსგან. ქართველი ემიგრანტები პრესკონფერენციაზე მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ტრიბუნალზე გადაცემას. ქართველი ემიგრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაა. ჩვენი მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტები“ გამართავენ ფართომაშტაბიან აქციებს ქალაქ მოსკოვში", - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1263
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია