დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 12:30:02
საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სამუშაო ვიზიტი 8-9 დეკემბერს შედგება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან.
"ეს იქნება მიმდინარე წელს ფედერალური მინისტრის რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში. როგორც ცნობილია, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 2014 წლის აპრილის ბოლოს, ფრანგ კოლეგასთან ლორან ფაბიუსთან ერთად ესტუმრა თბილისს", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია