დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბაღათურია: პრემიერი იმპერატორი არ არის, რომ უფლისწულის სახით მემკვიდრე დაგვიტოვოს
ავტორი:
2013/სექტემბერი/17 14:13:02
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გადადგომის შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორც ბაღათურიამ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულმა პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი უნდა აირჩიოს. „პრემიერმინისტრი არ არის იმპერატორი, რომ დაგვიტოვოს მემკვიდრე უფლისწულის სახით და თქვას, რომ ეს იქნება კარგი პრემიერი“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების მიზეზი ის იყო, რომ ხალხს პრემიერად ბიძინა ივანიშვილის სურდა. ბაღათურია პრემიერის გადაწყვეტილებას პოსტის დატოვების შესახებ უპასუხისმგებლობად აფასებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ პრემიერს ამის კანონიერი უფლება აქვს. მისივე თქმით, პრემიერის ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ეტიკეტის უცოდინარობითაა გამოწვეული. „ქართული დასის“ ლიდერი აცხადებს, რომ პრემიერის მიერ პოსტის დატოვების შემთხვევაში არსებობს რიგგარეშე საპარლამენტო არჩვნების ჩატარების ორი გზა:„ პოლიტიკური სპექტრის შეკრება და არჩევნების ვადებზე შეთანხმება, ან საპროტესტო აქციები“.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1257
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია