დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვიქტორ დოლიძე თბილისში ოდირის ოფისის გახსნის მომხრეა
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 17:11:02
„ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ თბილისში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა  დაცვის ოფისის (ODHIR) მისიის წარმომადგენლობა გაიხსნას,” - თქვა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ ”ქორთიარდ მარიოტში” ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ. ვიქტორ დოლიძის თქმით, კარგი იქნება თუკი საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული განზომილება მაქსიმალურად იმოქმედებს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, სასამართლოს გამჭვირვალეობას, რეფორმებსა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს დააკვირდება. როგორც დოლიძე ამბობს, ამ საკითხზე კონსულტაციები ხელისუფლებაში კოალიცია ”ქართული ოცნების” მოსვლისთანავე დაიწყო და ბუნებრივია, რაღაც მოდალობების შესახებ მუშაობა მიმდინარეობს. ”მთავარია, მუდმივმა საბჭომ, მინისტერიალმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ გვინდა, რომ თბილისში ODHIR-ის ოფისი გაიხსნას, მაგრამ ამის შესახებ საუბარი ნაადრევია, საკითხი ჯერ მუდმივი საბჭოს სხდომაზე არ გასულა,” - აღნიშნავს ვიქტორ დოლიძე. რაც შეეხება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის აღდგენის საკითხს, რომლის მანდატის გაგრძელების საკითხი რუსეთმა დაბლოკა, როგორც ვიქტორ დოლიძე ამბობს, რუსეთის პოზიციის გამო ამ მისიის დაბრუნება ვერ მოხერხდება. მისიის ფარგლებში ეუთო-ს ცხინვალში შეუიარაღებელი სამხედრო მეთვალთურეები ჰყავდა. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1243
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია