დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია ოპოზიციის შემოსავლებზე - ბატონ კობახიძეს უნდა ესმოდეს, რომ თუ ვინმე რამეს მალავს, ეს იმიტომ, რომ ეშინია
ავტორი:
2017/ოქტომბერი/18 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/bokeria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458279-giga-bokeria-opoziciis-shemosavlebze-baton-kobakhidzes-unda-esmodes-rom-thu-vinme-rames-malavs-es-imitom-rom-eshinia.html", "headline": "გიგა ბოკერია ოპოზიციის შემოსავლებზე - ბატონ კობახიძეს უნდა ესმოდეს, რომ თუ ვინმე რამეს მალავს, ეს იმ...", "datePublished": "2017-10-18 12:58:39", "dateModified": "2017-10-18 12:58:39", "description": "ბატონ კობახიძეს უნდა ესმოდეს, რომ თუ ვინმე რამეს მალავს, ეს იმიტომ, რომ ეშინია, - ასე გამოეხმაურა ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/bokeria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბატონ კობახიძეს უნდა ესმოდეს, რომ თუ ვინმე რამეს მალავს, ეს იმიტომ, რომ ეშინია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია შემოსავლებს მალავს.

ბოკერიას თქმით, არ იცის, რომელ პარტიას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა "ევროპული საქართველო" ყველაფერს აღნუსხავს.

"მაგრამ თუ ეს მართალია და ვინმე რამეს მალავს, ეს ბატონ კობახიძეს ჰგონია, რომ კარგი სიტუაციის მაჩვენებელია?! რატომ შეიძლება ოპოზიცია და მისი შემომწირველი მალავდეს შემოწირულობას, თუ არ ეშინია იმ შედეგების, რომელიც დადგება ამის გამო, ბიზნესს ვგულისხმობ?! რატომ არა აქვს არც ერთ ოპოზიციურ პარტიას ფიზიკური პირების გარდა, იურიდიული პირების შემოწირულობა, ბატონმა კობახიძემ ამაზე უნდა გაგვცეს პასუხი. ტესტი არის ის, ოპოზიციისთვის თანხის შეწირვის ეშინიათ თუ არა“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის და ოპოზიციის შემოწირულობებს შორის განახვავება იყო წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა მსგავსი დისბალანსი არასდროს ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია შემოსავლებს და ხარჯებს მალავს. ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდს საარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია