დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირების თარიღი უცნობია
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 15:35:02
ჯერ კიდევ უცნობია, როდის მოხდება უკრაინიდან საქართველოში ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი ამ დრომდე, უკრაინის საპყრობილეში იმყოფება. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" მელნიკოვის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, რომ საექსტრადიციო ვადა 7 დეკემბერს იწურება, პროკურატურა კი ვერ აკონკრეტებს, როდის გადმოიყვანს საქართველოში ბრალდებულ მელნიკოვს. "მელნიკოვმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ექსტრადირებაზე თანახმაა, მაგრამ არ ჩამოჰყავთ. პროკურატურა ამბობს, რომ პროცესი რატომღაც ჭიანურდება. ჩემთვის გაუგებარია გაჭიანურების მიზეზი, როდესაც მელნიკოვი ექსტრადირებაზე თანახმაა", - განაცხადა ველიჯანაშვილმა. მელნიკოვი გასული წლის 7 დეკემბერს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. საქართველოში შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი მიმდინარე წლის ივლისში დაუმძიმეს. მელნიკოვი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალი ხელისუფლების პირობებში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევა. კერძოდ, იგი ე.წ. შარდენის სუფრის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის და ლევან ბუხაიძის ქალაქგარეთ გატაცების მიზნით, ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასმის მითითება გასცა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია