დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის უფროსობის 25 კანდიდატი დაიბლოკა
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 10:36:03
ქუთაისის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში  32 განაცხადი შევიდა, თუმცა მათგან სრულყოფილი დოკუმენტაცია მხოლოდ 7-მა კონკურსანტმა წარმოადგინა.    „დანარჩენების დოკუმენტაცია კონკურსის პირობებს არ შეესაბამებოდა.  ამ ეტაპზე სამსახურების უფროსების მიხედვით, მიდის დოკუმენტაციის გადარჩევა და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ვის დავიბარებთ გასაუბრებაზე,“ - ამბობს მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ხურციძე. ცნობილია, რომ მერიის პრესსამსახურის უფროსობაზე პერეტენზიის მქონე 7 კანდიდატს შორის ერთ-ერთი  ქეთი დეისაძე ამჟამად  მერიის პრესსამსახურის  უფროსია. ტატო ლილუაშვილს მერის ადმინისტრაციაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობა უჭირავს. გიორგი მჟავანაძე  საინფორმაციო სააგენტო" ინფო-9"-ის ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტია, ხოლო  მარიკა ჩხიკვაძე ტელეკომპანია "მაესტროს" იმერეთის ბიუროში მუშაობდა. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია