დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო რუსეთის მონაწილეობით ენერგეტიკული ჰაბის აშენებას აპირებს
ავტორი:
2015/იანვარი/07 12:30:02
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო რუსეთის მონაწილეობით სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენებას აპირებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი sukhum-moscow.ru, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ წერს, პროექტის ავტორ გიორგი ჭანტურიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ენერგეტიკული ჰაბი გარკვეულწილად "მეგობრობის ხიდი" იქნება სამხრეთ კავკასიას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის. პროექტის ღირებულება 17 მილიარდი დოლარია და ინვესტორების მოზიდვა როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან იგეგმება. ენერგეტიკული ჰაბის ფორმირების პროცესში პირველი პროექტი სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა იყოს. გიორგი ჭანტურიას თქმით, პროექტი ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ამერიკული კომპანიების მონაწილეობით იქნა შემუშავებული, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ განხორციელდა.
"დღეს დადგა დრო, როდესაც საქართველოს შეუძლია ამ პროექტის აღდგენის ინიცირება, მითუმეტეს რომ ის თითქმის მზადაა. ჩვენ გავხდებით ენერგეტიკული ჰაბი, ენერგეტიკული ცენტრი შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
გამოცემა "Все об отношениях России и Абхазии" წერს, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმის გაგება, გიორგი ჭანტურია კერძო პოზიციას გამოხატავს თუ - ოფიციალური თბილისის. სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისი მართლაც დაინტერესებულია მეგა-პროექტით და თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკა ყველა მსგავსი ტიპის ენერგეტიკული პროექტებიდან რუსეთის გამორიცხვა ან მისი როლის მინიმალიზაცია იყო, ახლა ძირეულად განსხვავებული სტრატეგიაა შემოთავაზებული. პროექტის ავტორი მიიჩნევს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა უკვე სექტემბერში შეიძლება დაიწყოს და პროექტის განხორციელებაში აზერბაიჯანი და ყაზახეთი ჩაერთონ.
ჭანტურიას ინფორმაციით, არსებობს პროექტი ნოვოროსისკიდან სუფსამდე, აფხაზეთის გავლით მილსადენის მშენებლობის პროექტი, რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე რუსეთის ნავთობსადენების მიერთების შესაძლებელს გახდის.
"ასეთ შემთხვევაში რა გამოდის? პროექტი თავდაპირველად ამერიკული კომპანიის მიერ იქნა ინიცირებული. ინიციატორები მასში მონაწილეობას რუსულ, ევროპულ, ყაზახურ და აზერბაიჯანულ კომპანიებს სთავაზობენ, ამასთან მილსადენის აფხაზეთში გაყვანის პერსპექტივით. ანუ ინიციატორების პოლიტიკური კრედო "ყველას შეკრებაა". ახლა საინტერესოა გავიგოთ, რუსული კომპანიების არამხოლოდ ქართულ, არამედ რეგიონულ ბაზარზე შეშვება თბილისის ახალი ენერგეტიკული სტრატეგიაა თუ საქართველოს ხელისუფლება მზად არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პროექტს აუნთოს "მწვანე შუქი" თუნდაც იმიტომ, რომ ის ძალიან ძვირადღირებულია და მილიარდების ინვესტირების გარეშე ვერ განხორციელდება", - ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია 1995-2004 წლბში საქართველოში საერთაშორისო გაზის კორპორაციის პრეზიდენტი იყო, 2004-2010 წლებში კი აზერბაიჯანის სახელმწიფო გაზის კომპანიის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ეკავა. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" თბილისის მერობის კანდიდატი იყო.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია