დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხვალ ევროგაერთიანების მიერ დაფინანსებული პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/22 18:30:02
სასტუმრო "ბეტსიში" ხვალ, საქართველოს აკრედიტაციის სისტემის გაძლიერებისათვის განხორციელებული, ევროგაერთიანების მიერ დაფინანსებული პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, პროექტი ეხმარება საქართველოს აკრედიტაციის ორგანოს - საქართველოს აკრედიტაციის ცენტრს (საკ-ი) საერთაშორისო აღიარებისთვის საჭირო სტანდარტებთან დაახლოებაში.
პროექტის მიერ განხორციელებულ სხვა მრავალ საქმიანობას შორის აღსანიშნავია საკ-ის და მის მიერ აკრედიტებულ შესაბამისობის შეფასების ორგანოების საქმიანობაში თანამედროვე ევროპული პრაქტიკის დანერგვა.
ეს ნაბიჯი წარმოადგენს პროდუქტების, მომსახურებებისა და პროცესების ხარისხისა და უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ წინაპირობას სხვა ბაზრებზე შესასვლელად. გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერდება ქართული პროდუქტისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე.
საკ-ის და მის მიერ აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიების, სერტიფიკაციისა და საინსპექციო ორგანოების მიერ განხორციელებული სერვისების საერთაშორისო აღიარება არსებითად მნიშვნელოვანია ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქტით ვაჭრობის გაძლიერების თვალსაზრისით.
დაძმობილების პროექტის მეშვეობით მნიშვნელოვნად გაძლიერდა საკ-ის შესაძლებლობები და ახლა აკრედიტაციის ცენტრი მზადაა შეუდგეს აკრედიტაციის ევროპული თანამშრომლობის (EA) მიერ კოლეგიალური შეფასების პროცესს, EA-სთან ორმხრივი აღიარების შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით. ამ შეთანხმების ხელმოწერით საქართველოს აკრედიტაციის სისტემა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს.
საქართველოს ხარისხის ინფრასტრუქტურის და მათ შორის აკრედიტაციის სისტემის ეტაპობრივი დაახლოება ევროპის მოწინავე პრაქტიკასთან წარმოადგენს ერთ-ერთ წინაპირობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) გაფორმებისათვის. 2013 წლის ივლისში წარმატებით დასრულდა DCFTA-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილს.
პროექტი განახორციელა გერმანულ–ლატვიურმა კონსორციუმმა, გერმანიის მასალების კვლევის და ტესტირების ფედერალური ინსტიტუტისა (BAM) და ლატვიის ეროვნული აკრედიტაციის ბიუროს (LATAK) წარმართვით, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრთან ერთად (საკ).
ევროკავშირმა პროექტის დასაფინანსებლად გამოყო 1.15 მილიონი ევრო. იგი განხორციელდა დაძმობილების ფორმატში, რომელიც წარმოადგენს საჯარო დაწესებულებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმას. ეს გულისხმობს, რომ ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების ორგანოები და დაწესებულებები საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გადასცემენ ბენეფიციარი ქვეყნის შესაბამის დაწესებულებას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია