დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონკურენციის სააგენტომ საწვავის ფასებზე შუალედური ანგარიში წარადგინა
ავტორი:
2015/იანვარი/05 16:00:02
კონკურენციის სააგენტომ პრემიერ-მინისტრს საწვავის ფასებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კონკურენციის სააგენტოში განუცხადეს. მათი თქმით, კონკურენციის სააგენტოში ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა სისტემატურად მიმდინარეობს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავალების შესაბამისად, შუალედული ანგარიში უკვე წარედგინა. კონკურენციის სააგენტოში სისტემატურად მიმდინარეობს შეხვედრები ექსპერტებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, დამუშავების პროცესშია შესაბამის ბაზარზე მოქმედი 100-ზე მეტი სუბიექტის საქმიანობის ამსახველი ბოლო 8 წლის მონაცემები. კონკურენციის სააგენტო მოკვლევის პროცესში ყველა სტადიაზე მეთოდოლოგიურად ამუშავებს და აფასებს ყველა მოსაზრებას, რომელიც უკავშირდება აღნიშნული ბაზრის სუბიექტთა მოქმედებას და ბაზარზე არსებული ფასწარმოქმნის საკითხებს, რაც მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს", - აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.
ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოში დეტალებზე არ საუბრობენ, მიზეზად კი მოკვლევის ინტერესებს ასახელებენ.
"საზოგადოებისთვის შედეგები მოკვლევის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი", - აცხადებენ სააგენტოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ არ ხდება საქართველოში საწვავზე ფასების კლება მსოფლიო ფასების ადეკვატურად. ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს შესაბამისი ანგარიშის წარსადგენად 10-დღიანი ვადა მისცა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია