დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალებს ახალი წელი თავდაცვის სამინიტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა
ავტორი:
2015/იანვარი/02 11:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას ახალი წელი თავდაცვის სამინიტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა. სახელმწიფოს მეთაურმა ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, ასევე საქართველოში დისლოცირებულ ყველა სამხედრო ნაწილს მიმართა.
"მინდა, გითხრათ, რომ ყველა თქვენით ამაყობს და მშვიდად არის იმიტომ , რომ თქვენ ხართ დღეს საბრძოლო მზადყოფნაში. თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ჩვენში მოქალაქეების მშვიდობას იცავს. მომავალში ჩვენ ყველას გველის მშვიდობიანი, გაერთიანებული საქართველო, რომელსაც ყველა ერთად მივაღწევთ.
საქართველოს მოქალაქეების სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის სამსახურისთვის და თავგანწირვისთვის. თქვენ გიყურებთ როგორც უფროსი თაობა, ასევე უმცროსები, ისინი თქვენგან იღებენ მაგალითს. მინდა გისურვოთ მხნეობა, სიძლიერე, მადლობა გადაგიხადოთ სამსახურისთვის და მოგილოცოთ მომავალი გამარჯვებები, რაც ერთად გვექნება. გილოცავთ ახალ წელს და მშვიდობით უკან დაბრუნებას გისურვებთ."-ასე მიმართა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ქაბულში მყოფ ქართულ სარდლობას და ბაზა ბაგრამზე დისლოცირებულ დანაყოფს.
გიორგი მარგველაშვილმა მართვის ცენტრიდან ყველა ბრიგადას და სარდლობას მიმართა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული. საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატება და ჯანმრთელობა უსურვა, ხოლო მისიებში მყოფ სამხედროებს ქვეყანაში მშვიდობით დაბრუნება.
ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მართვის ცენტრში ეროვნული უშიშორების საბჭოს მდივანთან ირინე იმერლიშვილთან და სამხედრო მრჩეველთან აკია ბარბაქაძესთან ერთად მივიდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია