დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოგა ტაბატაძე - მამა ილიას ცხედრის იდენტიფიცირება მრევლმა ფოტოს მეშვეობით მოახდინა
ავტორი:
2014/დეკემბერი/30 22:00:03
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარატამენტის ხელმძღვანელის გოგა ტაბატაძის ინფორმაციით, "ნორმან ატლანტიკის" გადარჩენილი ქართველი მგზავრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც გოგა ტაბატაძემ საგარეო უწყებაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართველები ქალაქ ბარში იმყოფებიან და მათთან ერთად არის იტალიაში საქართველოს კონსული ვახტანგ ანდღულაძე.
ტაბატაძის ინფორმაციით, დაახლოებით ორი საათის წინ საქართველოს საელჩოსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ადრიატიკის ზღვაში იპოვეს ცხედარი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო გემზე აიყვანეს. აღნიშნული გემიდან ფოტოსურათი გადმოაგზავნეს. ფოტოს მეშვეობით მრევლმა გარდაცვლილი სასულიერო პირის იდენტიფიცირება მოახდინა.
"გემი მიემგზავრება ქალაქ ბრენდიზის პორტში. გემი პორტში ჩვენი ვარაუდით დაახლოებით ერთ საათში იქნება და ცხედრის ამოცნობა ადგილზე მოხდება. თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ გარდაცვლილი არის მამა ილია, სამწუხარო ფაქტი იქნება და სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად განხორციელდეს ის პროცედურები, რომელიც საქართველოში მისი გადმოსვენებისთვის აუცილებელი იქნება. ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოს მეშვეობით მოხდა მისი იდენტიფიცირება", - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.
ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკს" ხანძარი კვირას გაუჩნდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი. ბორანზე სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია