დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არმაზ ახვლედიანი - საზოგადოება ყველაზე მტკივნეულად პრემიების საკითხზე რეაგირებდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/30 11:30:02
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, 2014 წლის მანძილზე გაცემული პრემიები "უხერხული" იყო.
როგორც არმაზ ახვლედიანმა ამბები.გე- სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საზოგადოება ყველაზე მტკივნეულად სწორედ პრემიების საკითხზე რეაგირებდა.
ახვლედიანის თქმით, ის საზოგადოების ამ მიდგომას იზიარებს.
"თქვენ თუ შეგიძლიათ ხალხში ერთგვარი გამოკითხვა ჩაატაროთ და გაიგოთ საზოგადოების აზრი, მაშინ გეტყვით, რომ საზოგადოება ყველაზე მტკივნეულად რეაგირებდა პრემიების საკითხზე. მე ადრეც შევუერთდი და ახლაც ვუერთდები ამ მიდგომას. მე მიმაჩნია, რომ რბილად თუ ვიტყვით, უხერხული იყო ამ პრემიების გაცემა, მაგრამ მე მეჩვენება, რომ პრემიების გარდა, ალბათ არის სხვა თემებიც, რომელზეც გვმართებს დაფიქრება, გამოსწორება და ამ განწყობით გზის გაგრძელება. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შეიძლება გაცილებით უფრო მეტი სირთულე შეექმნას ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას. ჩვენ ყველას ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ საზოგადოებამ აგვირჩია განსაზღვრული დროით და განსაზღვრული შეკვეთით. გვახსოვდეს, რომ დრო გადის და შეკვეთა, ანუ ამომრჩევლის სურვილი კონკრეტულია და აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა ამბები.გე-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია