დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნაზე განცხადება ვრცელდება
ავტორი:
2014/თებერვალი/14 17:00:02
საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებლები, ქართველი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რაიან გრისტი 2008 წელს ამაგრებდა ომის დაწყების რუსულ ვერსიას და ზიანს აყენება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
"საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებლები, ქართველი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თავს ვალდებულად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნას. რაიან გრისტი მოქმედებდა რა თავისი დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამოდ, 2008 წელს ამაგრებდა ომის დაწყების რუსულ ვერსიას და ზიანს აყენებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რაიან გრისტის ქმედება დაგმო ეუთომ და იგი გაწვეულ იქნა. საზოგადოება "ივერია", ქართველი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარმოუდგენლად მივიჩნევთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად საქართველოს მთავრობას არ ცოდნოდა კანდიდატის ვინაობა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ წამყვან პოსტზე მოიაზრებდა. მეტიც, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციებისა და მინიმუმ მისი არაფორმალური თანხმობის გარეშე კანდიდატს საერთოდ არ წარადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მიერ რაიან გრისტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ ეფექტური წინააღმდეგობა არ გაუწევია წინასწარი მოლაპარაკების გზით, არამედ მას მდუმარე თანხმობა აქვს მიცემული აღნიშნული კანდიდატის წარდგენაზე.
"მივიჩნევთ, რომ რაიან გრისტის უკან გაწვევა არც ახლა არის გვიან, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ვალდებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადებში იმოქმედოს დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 30 ადამიანი, მათ შორის არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა ვაშაკიძე, ნიკა რურუა, მამუკა კუდავა, მამუკა გამყრელიძე, ნინო კალანდაძე, გელა ბეჟუაშვილი, ბათუ ქუთელია, სალომე სამადაშვილი, დავით სიხარულიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, კახა ლომაია, თემურ იაკობაშვილი, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, კოტე გაბაშვილი, კახა გოგოლაშვილი, ალექსანდრე რონდელი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1016
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია