დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიის ფორმატში განაახლებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/24 09:00:02
დღეიდან პარლამენტი სხდომებს რიგგარეშე სესიის ფორმატში განაახლებს. პარლამენტის საშემოდგომო სესია 19 დეკემბერს დაიხურა. ამის მიუხედავად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობის დასრულების მიზნით, კანონმდებლებმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომების მოწვევის თხოვნით მიმართეს.
პარლამენტი მუშაობას "ნარჩენების მართვის კოდექსზე" დაასრულებს. გარდა ამისა, მსჯელობის საგანი იქნება საარსებო მინიმუმის შეჩერებასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები და სარეკლამო დროის ლიმიტირების თაობაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები.
რიგგარეშე სხდომების ფორმატში სავარაუდოდ განხილვის საგანი საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი იქნება, რაზეც შესაბამისი წინადადებით პარლამენტს "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მიმართეს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს გადაწყვეტილებების მიღება პერსონალურ საკითხებზეც მოუწევთ. კენჭისყრაზე დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მერაბ ტურავას დამტკიცების საკითხი. პარლამენტი კენჭს ასევე ცესკოს ვაკანტურ ადგილზე წარდგენილ კანდიდატებს უყრის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია