დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ინაუგურაციაზე დასასწრებად პარლამენტში უცხოური დელეგაციების წარმომადგენლები და ელჩები მიდიან
ავტორი:
2013/ნოემბერი/17 12:30:02
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, პარლამენტის ეზოში, უცხოური დელეგაციების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები მიდიან.
რუსთაველზე უკვე იკრიბებიან მთავრობის წევრები და დეპუტატებიც. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იმყოფება რამდენიმე ასეული მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად შეიკრიბნენ.
რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში მივიდა მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მისთვის სასიხარულოა. "ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში",- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია