დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას, ლიტვა აფხაზეთის ანექსიის მცდელობად აფასებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/23 10:00:02
ლიტვა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას აფხაზეთის ანექსიის მცდელობად აფასებს და ცხინვალის რეგიონში იგივე სცენარის გამეორების საფრთხეზე მიუთითებს.
ამის შესახებ საუბარია გაეროსთან ლიტვის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოს დეკემბრის შემაჯამებელ სხდომასთან დაკავშირებით გაავრცელა.
"ლიტვა უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის ძალისხმევით, ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რუსეთსა აფხაზეთის რეგიონს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება ძირს უთხრის კონფლიქტის გადაწყვეტის ისეთი გზების მოძიებას, რომელიც დამყარებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მსგავსი სცენარი განმეორებული იქნება ცხინვალის რეგიონშიც", - ნათქვამია ლიტვის წარმომადგენლობის განცხადებაში.
ცნობისთვის, ლიტვის, შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება დაგმეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია