დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" დახმარებით, 42 სოფელი პრემიერის სახელზე პეტიციას მოამზადებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/22 18:30:03
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი დღეს, გორის რაიონში, სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებულ სოფელ რეხაში ჩავიდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, გორის რაიონის 42 სოფელი ხელისუფლების კომპენსაციის მოლოდინშია. 2014 წლის 1-ელ ივნისს, სტიქიამ ათასობით გლეხს ხილის მოსავლის თითქმის 80 % გაუნადგურა.
"ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე დღესვე ჩაატარეს აღწერა, ზარალი დაითვალეს და მოსახლეობას მის ანაზღაურებას დაჰპირდნენ. თუმცა, მეშვიდე თვეა არც ხელისუსფლების წარმომადგენლები და არც დაპირებული თანხა გორის რაიონის მოსახლეობას თვალით არ უნახავს. სოფელში 300 კომლი ცხოვრობს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაშია და ხელისუფლების მხრიდან ზარალის ანაზღაურებას ელოდება", - აცხადებენ პარტიაში.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" დახმარებით, 42 სოფელი პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე პეტიციას მოამზადებს. "ხელისუფლებას კი მოუწევს პასუხი გასცეს კითხვებს, რატომ მოატყუა ათასობით გლეხი და სად არის დაპირებული ანაზღაურება", - ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია