დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე გენერალურ ასამბლეაზე ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/15 09:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452369-mikheil-janelidze-generalur-asambleaze-indoethis-delegaciis-khelmdzghvanels-shekhvda.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე გენერალურ ასამბლეაზე ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა", "datePublished": "2017-09-15 05:30:35", "dateModified": "2017-09-15 05:30:35", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/4e1709dd0b4df1abf2f27e15c508b92a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გენერალურ ასამბლეაზე ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან სუმან ბილასთან გამართა შეხვედრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთმა საქართველოს UNWTO-ს ფარგლებში მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება ინდოეთის მხარდაჭერისთვის.

”ვიცე-პრემიერმა და ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში ინდოელ ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა და ასევე წარმატებული თანამშრომლობა განათლების სფეროში, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იზრდება საქართველოში სამედიცინო სფეროში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდა ინდოელების რაოდენობა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ტურიზმის წახალისებას და კულტურულ კონტაქტებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ UNWTO-ს ახლად არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია