დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ილია მეორე - უფალს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისთვის და ის მუდამ ჩვენთან იქნება
ავტორი:
2014/დეკემბერი/21 14:30:02
უფალს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისთვის და ის მუდამ ჩვენთან იქნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათებრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მისი თქმით, ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა უფლისთვის. "დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ყოველდღე ვლოცულობთ და ვთხოვთ უფალს მოგვანიჭოს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, პურის სიუხვე და სხვა. ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა უფლისთვის, როცა ვღებულობთ მადლს, რომელიც მოგვანიჭა უფალმა", - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ყოველდღე უნდა ვმადლობდეთ უფალს, რადგან უფალმა მოგვცა სიცოცხლე. "უფალს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისთვის, განსაცდელისთვის, სიხარულისთვის, სიყვარულისთვის, ოჯახის სიმტკიცისთვის და უფალი მუდამ ჩვენთან იქნება", - აღნიშნა პატრიარქმა.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია