დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო
ავტორი:
2014/დეკემბერი/17 23:30:02
21 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრემის ჯილდოს მფლობელი ამერიკული ვოკალური ჯგუფის, New York Voices და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი საღამო გაიმართა.
საქველმოქმედო კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და ორგანიზებას კულტურის სამინისტრო უწევს. კონცერტიდან შემოსული თანხა, 68 ათასი ლარი, სრულად გადაირიცხება პრემიერის ინიციატივით შექმნილ "სოლიდარობის ფონდში" და ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 17 დეკემბრის მონაცემებით, ფონდმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე ასაკის 48 ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა.
"სოლიდარობის ფონდში" ნებაყოფლობით დონაციას 35 000-ზე მეტი საჯარო მოხელე ახორციელებს, ასევე, ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს 12 კომპანია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია