დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიქტორ დოლიძე ლატვიის პარლამენტის საგარეო და ევროპასთან ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/16 22:30:02
საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე კომიტეტის წევრებთან ერთად, ლატვიის პარლამენტის საგარეო და ევროპასთან ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს.
"საქართველო აქტიურად მუშაობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებაზე. საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა. მეორე ფაზაზე გადასვლა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პროგრესის აღნიშვნა ძალიან სასიხარულო ფაქტია", - აღნიშნა შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ.
ლატვიის პარლამეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ოიარს კალნინშის განაცხადებით კი, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა მნიშვნელოვანია მისი დახმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
"როცა ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კრიზისს, განვიხილავთ მაგალითად უკრაინაში არსებულ ვითარებას, იქვე უნდა განიხილებოდეს საქართველოში არსებული ვითარება და რუსეთის ქმედებები", - განაცხადა ოიარს კალნინშიმ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა ეუთოში, ნატოში და ბალტიის ქვეყნების ასამბლეაში ლატვიის საპარლამენტო დელეგაციების წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში ლატვიაში საქართველოს საელჩოს, ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტისა (LIIA) და ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე: "აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის განვითარება: ლატვიის, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის მთავარი გამოწვევები".
ასევე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები გაეცნობიან ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას და მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის გამოცდილებას ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.
ვიზიტი ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი საპარლამენტო პროექტის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია