დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუჩების სახელდების დროს პრიორიტეტი გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებს მიენიჭება
ავტორი:
2014/დეკემბერი/16 09:00:02
თბილისის საკრებულოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კავკასიის ბიუროს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, დოკუმენტს, რომელიც ქუჩების სახელდების გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავებასა და აღნიშნულ კამპანიაში მუნიციპალიტეტების ჩართულობას ისახავს მიზნად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა მოაწერენ ხელს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ქუჩების სახელდების დროს იმ გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თუმცა საზოგადოებრივ მეხსიერებაში ფაქტობრივად დავიწყებულები არიან. როგორც საკრებულოში აცხადებენ, ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის შემუშავების მიზანი გენდერული თანასწორობის პრინციპების საზოგადოებრივ პოლიტიკაში გატარება და ურბანული დაგეგმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობაა.
მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად მოეწყობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის "50 ქალი საქართველოდან" გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საზოგადო მოღვაწე ქალების ფოტოები და მათი ბიოგრაფიები. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ, რის შემდეგაც დაგეგმილია რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმის - "სადა ხარ, ჩემო სულიკო?" ჩვენება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 977
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია