დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე საყდრისთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს
ავტორი:
2014/დეკემბერი/15 15:00:02
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით ხელისუფლებას, საზოგადოების შეკითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.
როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საყდრისზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდნარეობდა მსჯელობა.
"მაშინ კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი იყო, რომელთანაც მე ამ თემებზე და სხვა თემებთან დაკავშირებითაც მქონდა ძალიან ინტენსიური და ახლო ურთიერთობა. ჩემთვის ასევე ცნობილი იყო გერმანული მხარის პოზიცია, რომელმაც ძალიან სერიოზული თანხები დახარჯა იმისთვის, რომ იქ ექსპედიცია ყოფილიყო, იქ კვლევა ჩატარებულიყო. გერმანელი მეცნიერები ქართველ მეცნიერებთან ერთად მიიჩნევდნენ, რომ ეს არის უძველესი კულტურის ძეგლი და იგი არ არის მხოლოდ საქართველოს საკუთრება, არამედ არის მსოფლიო ცივლიზაციის საკუთრება. მე მაშინ ვცდილობდი გამემაგრებინა კულტურის სამინისტროს პოზიცია და რამდენჯერმე მოვახერხე, რომ მარინა მიზანდარს ჰქონოდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. სამწუხაროდ, ამ მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. ვფიქრობ, მაშინდელი მინისტრის გურამ ოდიშარიას გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩამოშორებოდა ამ საქმეს, იმით იყო გამოწვეული, რომ არ უნდოდა იმ ბარბაროსული აქტის მონაწილე ყოფილიყო, რომლის მომსწრეც დღეს გავხდით", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა "არემჯის" რეკლამა სხავადასხვა არხზე და საუბარი იყო იმაზე, რომ კომპანია ძალიან დიდ თანხებს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში.
"როდესაც ამ რეკლამას ვუყურებდი გამიჩნდა განცდა, რომ შეიძლება რაღაცა განვითარებულიყო ამ მიმართულებით, თუმცა იმას რაც მოხდა, ნამდვილად არ ველოდი. არსებობს ძალიან სერიოზული ხალხი, არა მარტო ქართველი მეცნიერები, არამედ უცხოელი მეცნიერები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არის უძელესი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში და მათი ამ მოსაზრების გაუთვალისწინებლობა, მაშინ როდესაც ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი არის ხელისუფლების არასწორი ქმედება, რაც დაუშვებელი და აღმაშფოთებელია. მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების არასწორი ქმედება. ეს არის დაუშვებელი და აღმაშფოთებელი. ჩვენ გავავრცელეთ ამის თაობაზე განცხადება და ვუერთდებით საზოგადოების პროტესტს, რომელიც მიმართულია საყდრისის გადარჩენისკენ, თუკი ამის შანსი არსებობს, რაშიც ცოტა ეჭვი მეპარება, მას შემდეგ რაც იქ ბულდოზერები შევიდნენ და იქაურობა გაასწორეს", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საყდრისთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უპასუხსიმგებლო გადაწყვეტილება მიიღო.
"ახლა, ალბათ გვიან არის საყდრისის გადარჩენაზე საუბარი. ჩვენ ამ ფაქტს ვუწოდეთ ბარბაროსული ფაქტი. ეს არ არის კულტურის ამ ერთი ძეგლისკენ მიმართული, ეს არის საზოგადოების უპატივცემლობა, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა. ეს არის ისეთი რამ, რაც არ უნდა ეპატიოს ხელისუფლებას. კიდევ ერთი, რაც ჩემს აღშფოთებას იწვევს არის ის, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია არ მომისმენია. ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ასეთი ფაქტების მომსწრე ვართ, როდესაც რაღაც ისეთი ხდება, რაც საზოგადოებას აღელვებს, ამ დარგის პასუხისმგებელი პირი ემალება მედიას და არ პასუხობს შეკითხვებს. ამიტომაც მოუწოდებ ხელისუფლებას, გასცეს პასუხი საზოგადოების შეკითხვებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე შეფასებით, პატრიარქის გუშინდელი განცხადება საყდრისთან დაკავშირებით, იყო ძალიან მწვავე.
"ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და პასუხი უნდა გასცეს საზოგადოების შეკითხვებს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია