დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - თუკი მართლა სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რატომ არ დამკითხეს პირველივე დღეს?
ავტორი:
2017/დეკემბერი/18 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/saakashvili_96067.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469124-mikheil-saakashvili-thuki-marthla-sakhelmtsifo-gadatrialeba-mzaddeboda-ratom-ar-damkithkhes-pirvelive-dghes.html", "headline": "მიხეილ სააკაშვილი - თუკი მართლა სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რატომ არ დამკითხეს პირველივე დღე...", "datePublished": "2017-12-18 09:31:07", "dateModified": "2017-12-18 09:31:07", "description": "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინელ სამართალდამცველებს მის წ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/saakashvili_96067.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინელ სამართალდამცველებს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ.

„10-12 დღის წინ დამაკავეს. მათ რომ ჰქონოდათ სასწრაფო საქმე, რომელიც ნამდვილად სახელმწიფო გადატრიალებას ეხება, რატომ არ დამკითხეს აქამდე? რატომ დანიშნეს პირველი დაკითხვა 10 დღის შემდეგ?

თქვენ თვითონ განსაჯეთ: თუ ვინმეს ომში მონაწილე ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურს და თან ამას ФСБ-სთან ერთად აკეთებს, ეს ხომ პროკურატურის ღირსების საკითხია - დროზე გააუვნებელყოს ეს ადამიანი, პირველივე დღეს დაკითხოს და მიიღოს უკრაინის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურაში კარგად იციან, რომ არანაირი გადატრიალება არ მზადდებოდა, ამიტომაც არ აჩქარებენ დაკითხვას და პროცესუალურ მოქმედებებს.

„თუ ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ასეთი მასშტაბური საქმეა, სადაც, მგონი, 16-ჯერ არის ნახსენები „რუსეთის ФСБ“, შენ არ დანიშნავ პირველ დაკითხვას 10 დღის შემდეგ“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია