დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობის მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება უკვე დაწერა
ავტორი:
2014/დეკემბერი/12 18:00:02
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა პრეზიდენტ პოროშენკოს ეკატერინე ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით მიმართა.
როგორც ავაკოვი Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე წერს, ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობის მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება დაწერა.
"პრეზიდენტი მიესალმა ჩემს წინადადებას. ორშაბათს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება გამოიცემა მოქალაქეობის შესახებ, ბოლო ფორმალობასაც აღვასრულებ – მინისტრთა კაბინეტისთვის მისი კანდიდატურის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე წარდგენით. მოხარული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტი კომპეტენტურობა, რეფორმების სურვილი და ღიმილი იქნება", - წერს ავაკოვი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია