დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/11 17:30:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე საქართველოში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კრისტერ გუსტავ მიხელსონს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესისა და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესახებ, რომელსაც პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისია შეიმუშავებს. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობას. ფინეთის ელჩის მხრიდან გამოითქვა მზაობა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე და ამ მხრივ, განსაკუთრებით აღნიშნა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (Twinning) ეფექტური განხორციელება.
შეხვედრაზე ფინეთის ელჩმა, ასევე, კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების წარმატებით მიმდინარეობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ფინეთი მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, კერძოდ, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერასთან და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. ხელშეკრულების შესაძლო ხელმოწერასთან დაკავშირებით არსებული საფრთხეები და გამოწვევები, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში.
ფინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია