დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ჩვენ გვაქვს გეგმები, რათა ევროინტეგრაციის კონტექსტში დეოკუპაციის კონკრეტული გზები გამოიძებნოს
ავტორი:
2013/ნოემბერი/09 10:00:02
ჩვენ გვაქვს საუბრები და გეგმები, რათა ევროინტეგრაციის კონტექსტში დეოკუპაციის კონკრეტული გზები გამოიძებნოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ლიტვასა და ლატვიაში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
მისი თქმით, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რთული თემებია. ამასთან, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ლატვიასა და ლიტვაში ვიზიტებმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა.
"ჩვენ დაგვხვდნენ საქართველოს მეგობრები, რომლებიც მონდომებული არიან მხარი დაგვიჭირონ ყველა ძირითად საკითხში, რომელიც შეეხება ევროპულ ინტეგრაციას ვილნიუსის სამიტზე, ლონდონის მომავალი წლის ნატოს სამიტს, ასოცირების ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერას და რატიფიცირებას",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოს დაეხმაროს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელთა მოგვარებაც მოქალაქეებს დაეხმარება იგრძნონ ის სიკეთეები, რომელიც თან ახლავს ევროინტეგრაციას. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრი უნდა გააკეთოს, რათა მათი მხრიდან საქართველოს საკითხების ლობირება ევროპულ თუ მსოფლიო ასპარეზზე არ იყოს რაიმეთი ჩრდილმიყენებული.
"მათი მხრიდან არის უპრეცედეტო და უანგარო დახმარება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის წევრი. ლატვია და ლიტვა არიან ევროკავშირის ყველაზე აქტიური წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1157
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია