დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით სუჯაშვილი - გიორგი ზედელაშვილის პროფესიული გამოცდილება კრიზისების მართვის საბჭოსთვის მნიშვნელოვანი იქნება
ავტორი:
2014/დეკემბერი/11 13:30:02
გიორგი ზედელაშვილის პროფესიული გამოცდილება კრიზისების მართვის საბჭოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა ზედელაშვილის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნაზე კომენტირებისას განაცხადა.
"გიორგი ზედელაშვილის პროფესიული გამოცდილება საბჭოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. იგი 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2013 წლის თებერვლიდან - ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი იყო. მან სამსახური 1994 წელს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რაიონული განყოფილების ოპერატიული თანამშრომლად დაიწყო და მას შემდეგ სამსახურებრივი იერარქიის ყველა საფეხური გაიარა", - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია